ახალი ტენდენციები ასთმის მექანიზმების ახსნაში. ასთმის მკურნალობა ანტიეპილეფსიური პრეპარატებით
ბრონქული ასთმა როგორც ნეიროგენული ანთებითი პაროქსიზმული დაავადება: მექანიზმები და მკურნალობა
ნეიროასთმის სამეცნიერო ჯგუფი
[ კარბამაზეპინი ასთმის მკურნალობაში ] [ ვალპროატები ასთმის მკურნალობაში ] [ ავტორი ]
[ სამეცნიერო დასაბუთება ] [ პაციენტებს ] [ სტატიები, კონგრესები და პატენტი ]
[ ასთმის, შაკიკის, სამწვერა ნერვის ნევრალგიისა და ეპილეფსიის მსგავსება ]
ანტიკონვულსანტები ასთმის წინააღმდეგ ERS კონგრესებზე: გლაზგოში, 2004,
კოპენჰაგენში, 2005, [ პრეზენტაცია ] და მიუნხენში, 2006
[ აფექტურ-რესპირატორული პაროქსიზმები და ასთმა ]
[ ნეიროასთმის სამეცნიერო ჯგუფი ]
[ ბმულები სხვა ავტორებთან ]
[ In English ] [ In Russian ]


[ ექიმებისთვის ] [ პაციენტებისთვის ] [ სტატიები ]
[ ავტორი ] [ რუსულად ]

For Doctors For Patients Articles

[ GINA ]
[ WHO: ასთმა ]
[ ასთმა
როგორც
პაროქსიზმული
მდგომარეობა
]


ბრონქული ასთმა მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ეს დაავადება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 7-10% -ზე მეტს აღენიშნება. დედამიწაზე ყოველ 3 წუთში ერთი ადამიანი იღუპება ასთმის გამო. დაავადებულთა ორ მესამედს ასთმის შეტევები ყოველდღე აღენიშნება.

მიუხედავად საგრძნობი პროგრესისა ასთმასთან ბრძოლაში, ასთმის მკურნალობის პრობლემა ჯერ კიდევ სერიოზულია და საკმაოდ შორსაა გადაწყვეტიდან. უფრო მეტიც, ყოველ 10-12 წელიწადში ასთმით დაავადებულთა რიცხვი ორმაგდება, და ამის მიზეზი უცნობია.

თოთხმეტი წლის წინ ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ბრონქული ასთმისა და ეპილეფსიის გარკვეულ მსგავსებას. ცნობილია, რომ ფოკალური ან პარციალური ეპილეფსიური შეტევების შემთხვევაში პაციენტი გონებას არ კარგავს, და კრუნჩხვები ვრცელდება მხოლოდ კუნთთა ზოგიერთ ჯგუფებზე. მაგრამ პაციენტებს ბრონქული ასთმით ასევე აქვთ კუნთთა ერთი ჯგუფის სპაზმი - სასუნთქი გზების გლუვი კუნთების სპაზმი, ან კრუნჩხვა. მე-19 საუკუნეში ბრონქულ ასთმას ბევრი ექიმი ხშირად სწორედ “ბრონქულ გულყრებს, ან კრუნჩხვებს” უწოდებდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ პაციენტს აურაც კი აღენიშნება ასთმის შეტევამდე.

ჩვენ ასევე ვნახეთ ზოგიერთი მსგავსება ასთმის, შაკიკის და სამწვერა ნერვის ნევრალგიის მექანიზმებში. ასთმის თანამედროვე განმარტებების მიხედვით, ასთმა ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. გარდა ამისა, ზოგიერთი ავტორი განიხილავს ასთმას როგორც პაროქსიზმულ და ანთებით ნეიროგენულ დაავადებად. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შაკიკი და სამწვერა ნერვის ნევრალგია ასევე არიან ნეიროგენული ანთებითი დაავადებები პაროქსიზმული კლინიკური სურათით, და ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატები (ვალპროატები, მაგალითად) არიან ძალიან ეფექტურები ამ დაავადებების ფარმაკოთერაპიაში.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია ანტიეპილეფსიური პრეპარატების ეფექტურობა ასთმის მკურნალობაში.

თოთხმეტი წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ პირველი მცირე ღია კლინიკური დაკვირვება პაციენტებში სტაბილური და არასაკმარისად კონტროლირებადი ასთმით. ჩვენ უბრალოდ დავამატეთ ანტიეპილეფსიური პრეპარატი კარბამაზეპინი ჩვეულებრივ ანტიასთმურ მკურნალობას.

პირველი შედეგი საიმედო აღმოჩნდა. კარბამაზეპინის დანიშვნის შემდეგ ასთმის კლინიკური ნიშნები გაუქრა ბევრ პაციენტს. უფრო მეტიც, ალერგენები და ფიზიკური დატვირთვა ასეთ პაციენტებში არ იწვევდა ასთმის გამწვავებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაგრძობდნენ კარბამაზეპინის მიღებას.

შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ სხვა კლინიკური გამოკვლევები, მათ შორის ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი გამოკვლევები. ჩვენ შევისწავლეთ კარბამაზეპინის ანტიასთმური მოქმედება და ასევე ზოგიერთი სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატის ანტიასთმური აკტივობა. აღმოჩნდა, რომ 70%-ზე მეტ პაციენტში ეს პრეპარატები იწვევენ ასთმური შეტევების სრულ პრევენციას, და გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლები 2-3 თვეში ნორმაში მოყავთ. ანტიეპილეფსიური პრეპარატების 2-3 წლიანი მიღების შემდეგ კი შესაძლებელი ხდება მათი სრული მოხსნა დოზის თანდათან შემცირებით, და პაციენტები ამის შემდეგ ჯანმრთელები რჩებიან, ასთმის ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ფენიტოინი (დიფენინი) შედარებით ნაკლებად ეფექტურია ასთმის მკურნალობისთვის: 60-65% შემთხვევაში. ჩვენ ასევე დავადგინეთ ბარბიტურატების და მათი დერივატების სრული არაეფექტურობა როგორც ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებისა.

ჩვენი კვლევების შედეგები გამოქვეყნდა ზოგიერთ სამედიცინო ჟურნალში, მათ შორის მაღალრეიტინგიან მიმოხილვით (peer-review) საერთაშორისო ინგლისურენოვან ჟურნალებში, და ასევე წარმოდგენილი იქნა ევროპული რესპირატორული საზოგადოების ყოველწლიურ კონგრესებზე გლაზგოში (2004) და კოპენჰაგენში (2005).

კოპენჰაგენში ჩვენ გვქონდა ზეპირი პრეზენტაცია კონგრესის იმ სესიაზე, რომელიც მიეძღვნა ასთმის მკურნალობას ძნელად სამკურნალო ავადმყოფებში.

ჩვენ დავაპატენტეთ ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენება ასთმის მკურნალობის მიზნით: სათანადო მასალები და პატენტი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ-გვერდზე.

ჩვენ ვცადეთ დაგვეინტერესებინა წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები ჩვენი აღმოჩენით. ჩვენთვის მთავარია ასთმის ეფექტური და იაფი მკურნალობა. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ასთმით ავადობა და სიკვდილიანობა ასთმისგან. ჩვენ ასევე კარგად გვესმის ის, რომ ასთმის მკურნალობის ღირებულება ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებით საგრძნობლად დაბალია, ვიდრე მკურნალობა ამჟამად მიღებული ანტიასთმური პრეპარატებით. ასე, კარბამაზეპინისთვის საკმარისი თვიური თანხა ასთმის მკურნალობის შემთხვევაში საქართველოში 12-13 ლარს შეადგენს, ჩრდილოეთ ამერიკაში - 20-25 ამერიკულ დოლარს. მაგრამ სხვა ახალ ამჟამად მიღებულ ანტიასთმური პრეპარატებით მკურნალობას საქართველოში ყოველთვიურად რამოდენიმე ასეული ლარი, და განვითარებულ ქვეყნებში კი - 100-900 ამერიკული დოლარი სჭირდება. ჩვენ ასევე ის უნდა გვახსოვდეს, რომ 70% -ზე მეტ პაციენტში კარბამაზეპინი იწვევს დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობას, და იწვევს ასთმის სრულ და სტაბილურ რემისიას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ ექიმებს და პაციენტებს ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატის ასთმის საწინააღმდეგო მაღალი ეფექტურობის თაობაზე. ჩვენ შეგვიძლია თქვენ შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკური გამოკვლევების მონაცემები (თქვენ ისინი აქ შეგიძლიათ ნახოთ), და ასევე შემოგთავაზოთ ასთმისადმი ჩვენი ფარმაკოთერაპიული მიდგომის სამეცნიერო დასაბუთება (იხილეთ აქ).

შეუძლებელია ანტიეპილეფსიური პრეპარატების ასთმის საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აიხსნას ბრონქული ასთმის თანამედროვე განმარტებების და კონცეფციების მიხედვით. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ახალ კონცეპტუალურ მიდგომას ასთმისადმი და ასთმის ახალ განმარტებას.

ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ დამათებითი ინფორმაცია ჩვენი მეთოდის თაობაზე, რომელიც ეხება ასთმის მკურნალობას ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატებით. დაგვიკავშირდით, ეს , neuroasthma@gmx.co.uk

საუკეთესო სურვილებით,

მერაბ ლომია,
მედიცინის დოქტორი.

ნეიროასთმის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, რეაბილიტაციის ცენტრი “რეა”, თბილისი, საქართველო

ჩვენი მისამართია: თბილისი 0160, ჳაჟა ფშაველას გამზირი 18ა.

ტელეფონი: +995 99 985433

[ www.asthma.ge] [ ექიმებისთვის ] [ პაციენტებისთვის ] [ სტატიები, კონგრესები და პატენტი ] [ ავტორი ]

მოგვწერეთ , თუ გაქვთ შეკითხვები და წინადადებები ამ ვებ-საიტის თაობაზე . მადლობელი ვიქნებით კითხვების ან კომენტარების შემთხვევებში ამ ვებ-საიტის შესახებ.
Copyright © 2005 Merab Lomia
Last modified: March 26, 2006
eXTReMe Tracker ????? ????? - ????? ??????? ?????.?? Information about Georgia Information about Tbilisi